ამირან გამყრელიძე: მარნეულში ორი ჯარისკაცისგან იქნა ნიმუში აღებული
“მაქვს ინფორმაცია, რომ დღეს კორონავირუსთან დაკავშირებით ორი ჯარისკაცისგან იქნა ნიმუში აღებული მარნეულში, ტესტები თბილისში უნდა ჩამოვიდეს”, – ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში განაცხადა.
“მაქვს ინფორმაცია, რომ დღეს ორი ჯარისკაცისგან იქნა ნიმუში აღებული მარნეულში, პასუხი ვერ იქნება ჯერ, რადგან ტესტები თბილისში უნდა ჩამოვიდეს და ღამე იტეტსება ლუგარის ლაბორატორიაში”, – აღნიშნა გამყრელიძემ.