ალექსანდრე მოწერელია მესტიაში კორონავირუსის პრევენციის დროებითი სამუშაო ჯგუფების წევრებს შეხვდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ალექსანდრე მოწერელია რეგიონში კორონავირუსის პრევენციის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებსა და გასატარებელ სამუშაოებს უშუალოდ მუნიციპალიტეტებში ეცნობა.
სახელმწიფო რწმუნებული, ამჯერად, მესტიაში თავის მოადგილე ნინო ვიბლიანთან ერთად კორონავირუსის პრევენციის დროებითი სამუშაო ჯგუფების წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ შემოღებული შეზღუდვების აღსრულების საკითხები, განხორციელებული აქტივობები და კოორდინირებული მუშაობის გეგმები განიხილეს.
ალექსანდრე მოწერელია მესტიის საკარანტინო ზონაში არსებული ვითარებით დაინტერესდა.
მესტიაში ორი საკარანტინო სივრცე არსებობს, სადაც, ამჟამად, უცხოეთის 2 მოქალაქეა მოთავსებული, თვითიზოლაციაში კი 6 ადამიანი იმყოფება.
შეხვედრას მესტიის მერი, მისი მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ესწრებოდნენ.
სახელმწიფო რწმუნებულმა უწყებების წარმომადგენლებს კოორდინებული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.