თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით სასურსათო კალათი 182 ოჯახს გადაეცა
თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად თელავში ერთ-ერთ მრავალშვილიან ოჯახს სასურსათო პაკეტები გადასცა.
ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” თელავის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.
“დღესვე თელავის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მსგავსი სასურსათო კალათი 182 ოჯახს გადაეცა, მათ შორის – შშმ პირებს, მარტოხელა მშობლებს, მრავალშვილიან და მარჩენალდაკარგულ ოჯახებს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ, მოერიდეთ თავშეყრის ადგილებს; გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე არ გახვიდეთ სახლიდან; დაიცავით პირადი ჰიგიენის წესები; თვითიზოლაციის საჭიროებისას დაემორჩილეთ მითითებულ წესებს; დაავადების სიმპტომების აღმოჩენისას (ტემპერატურა, ხველა) მიმართეთ ექიმს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.