ზაფხულის ოლიმპიური თამაშები წელს არ გაიმართება

ზაფხულის XXXII ოლიმპიური თამაშები “ტოკიო-2020” წელს არ ჩატარდება.

ამის შესახებ ტოკიოს გუბერნატორმა განაცხადა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში,  თუ თამაშები მომდევნო წელს გაიმართება, მისი სახელწოდება იგივე დარჩება –  “ტოკიო-2020”.

მანამდე, ოლიმპიური თამაშების გადავადების წინადადებით საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს იაპონიის პრემიერმა, სინძო აბემ მიმართა.

აბემ აღნიშნა, რომ ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშები არაუგვიანეს მომდევნო წლის ზაფხულში უნდა ჩატარდეს.

ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ტოკიოში 24 ივლისის – 9 აგვისტოს პერიოდში უნდა ჩატარებულიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები