კახა კალაძე: კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მოხდება უშუალოდ იმ ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელება, სადაც არის გაჩერებები და მეტროს შესასვლელები

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უშუალოდ იმ ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელება მოხდება, სადაც არის გაჩერებები და მეტროს შესასვლელები.

მისივე თქმით, ავტობუსები და მეტრო სპეციალური ხსნარებით ყოველდღიურ რეჟიმში მუშავდება.

„მოხდება უშუალოდ იმ ქუჩების სადეზინფექციო სამუშაოების განხორციელება, სადაც არის გაჩერებები, მეტროს შესასვლელები. რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება ეს პროექტი. ამის შემდეგ უკვე ინდივიდურად დავიწყებთ უშუალოდ მხოლოდ და მხოლოდ გაჩერებების, მეტროს ჩასასვლელების სადეზინფექციო სამუშაოებს. საზოგადოებრივი ტრანსპორტი, როგორც ავტობუსები, ასევე, მეტრო ყოველდღიურ რეჟიმში მუშავდება შესაბამისი სპეციალური ხსნარებით”, – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები