ეკატერინე ტიკარაძე: კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 2 ავსტრიის მოქალაქე იყო, რომელიც გუშინ სპეცრეისით ავსტრიის სახელმწიფომ საკუთარ ქვეყანაში გადაიყვანა

“დღეის მდგომარეობით, ლუგარის ლაბორატორიას დადასტურებული აქვს კორონავირუსის 67 შემთხვევა, უბრალოდ გამოვლენილი შემთხვევებიდან ორი ავსტრიის მოქალაქე იყო”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ავსტრიის ორივე მოქალაქე გუშინ სპეცრეისით ავსტრიის სახელმწიფომ საკუთარ ქვეყანაში გადაიყვანა.

„დღეის მდგომარეობით ლუგარის ლაბორატორიას დადასტურებული აქვს 67 შემთხვევა, უბრალოდ გამოვლენილი შემთხვევებიდან ორი იყო ავსტრიის მოქალაქე. გუშინ ღამით მოხდა სპეცრეისის დანიშვნა ავსტრიის სახელმწიფოს მხრიდან და განხორციელდა მათი გადაყვანა ავსტრიაში. აქედან გამომდინარე, ჩვენთან საქართველოს მოქალაქეებში დაფიქსირებულია ინფიცირების 65 შემთხვევა, რომელთაგან 9 არის გამოჯანმრთელებული”, – განაცხადა ტიკარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები