რუსეთში კორონავრიუსით ინფიცირებულთა რიცხვი 495-მდე გაიზარდა

რუსეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსის 57 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულთა რიცხვი 495-ს შეადგენს.

ამის შესახებ ინფექციასთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში განაცხადეს.

გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან 28 მოსკოვშია დაფიქსირებული.
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაზე მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ რუსეთის მასშტაბით ვირუსის გავრცელების რეალური სურათი არ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები