ირაკლი ჩიქოვანი: ჩერდება ან გადაიდება უძრავ ნივთებთან დაკავშირებული აღსრულებები, შენობების დემონტაჟი, ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები
“დგინდება ნოტარიუსების საქმიანობების განსხვავებული წესი, რომელსაც დაადგენს იუსტიციის სამინისტრო”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც, გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
ირაკლი ჩიქოვანმა საჯარო სერვისებთან დაკავშირებული შეზღუდვები განმარტა.
„ჩერდება ან გადაიდება უძრავ ნივთებთან დაკავშირებული აღსრულებები, შენობების დემონტაჟი; ჩერდება ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები”, – აღნიშნა პრემიერმინისტრის პრესსპიკერმა.