ირაკლი ჩიქოვანი: ობიექტებს აქვთ საქმიანობის უფლება მხოლოდ ადგილზე მიტანის სერვისის ან „დრაივის” მომსახურებით

პრემიერმინისტრის მრჩეველმა, პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ იმ შეზღუდვებზე ისაუბრა, რომლებიც, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვებს ეხება.

მისი თქმით, ობიექტებს აქვთ საქმიანობის უფლება მხოლოდ ადგილზე მიტანის სერვისის ან „დრაივის” მომსახურებით.

„რაც შეეხება ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვებს – რესტორნებს, კვების ობიექტებს, საწარმოებს აკრძალული აქვთ მომსახურების სივრცეში დაუშვან მომხმარებლები. ამ ობიექტებს აქვთ საქმიანობის უფლება მხოლოდ ადგილზე მიტანის სერვისის ან „დრაივის” მომსახურებით. შეჩერდა კლუბების, გასართობ-დასასვენებელი ცენტრების, კინოთეატრების, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრების, სილამაზის სალონებისა და ღამის კლუბების საქმიანობა. აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობა აკრძალულია. დასაშვებია მხოლოდ ელექტრონული ფორმით”, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები