ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერმინისტრი ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი, ალექსნადრე ანქვაბი გახდება
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერმინისტრი, ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი, ალექსანდრე ანქვაბი დაინიშნება.
ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტად არჩეულმა ასლან ბჟანიამ განაცხადა.
მისი თქმით, დანარჩენი ე.წ. საკადრო დანიშვნები ჯერ განსაზღვრული არ არის. ბჟანია ე.წ. არჩევნებზე საკუთარ ოპონენტთან, ადგურ არძინბასთან გეგმავს მოლაპარაკების გამართვას.
ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 22 მარტს ჩატარდა, რომლის შედეგად გამარჯვება ოპოზიციის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ მოიპოვა.
ბჟანიას თქმით, ე.წ. ინაუგურაცია, სავარაუდოდ, 23 აპრილს ჩატარდება.