გერმანიაში ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 4764-ით გაიზარდა

​გერმანიაში გუშინ კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 4764-ითა გაიზარდა და ჯამში 27 436 ადამიანი შეადგინა.

ამის შესახებ რობერტ კოხის ინსტიტუტში განაცხადეს.

ინსტიტუტის მონაცემით, გუშინ ვირუსს 86 ადამიანი ემსხვერპლა და ჯამში ქვეყნის მასშტაბით სიკვდილიანობამ 114-მდე გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ რობერტ კოხის ინსტიტუტში ამბობენ, რომ სტატისტიკის შედგენის დროს იმ ინფორმაციას ეყრდნობიან, რომელსაც მათ ჯანდაცვის ადგილობრივი ორგანოები აწვდიან, ამიტომ ციფრები შეიძლება უზუსტო იყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები