პრემიერი ინტერნეტპროვაიდერებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ სტუდენტებისა და მოსწავლეების ინტერესი, რათა მათ ინტერნეტთან წვდომა მარტივად ჰქონდეთ

საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია ინტერნეტპროვაიდერებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ სტუდენტებისა და მოსწავლეების ინტერესი, რათა მათ მარტივად ჰქონდეთ წვდომა ინტერნეტთან. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ყველა მოქალაქეს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს და ეს მთავრობას კარგად ესმის.

„მინდა, მოვუწოდო თითოეულ ინტერნეტპროვაიდერს, რომ გაითვალისწინონ როგორც სტუდენტების, ასევე, ჩვენი მოსწავლეების ინტერესი იმასთან დაკავშირებით, რომ მათ მარტივად ჰქონდეთ წვდომა ინტერნეტთან, შესაბამისად, დისტანციურ გაკვეთილებთან. სწორედ ამიტომ იყო ტელევიზია გამოყენებული, იმისთვის, რომ ძალიან კარგად გვესმის, რომ, ჯერჯერობით, სამწუხაროდ, ჩვენს ყველა მოქალაქეს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს.

დღევანდელ რეალობაში დისტანციური სწავლა-განათლება შეიძლება, ძალზე აქტუალური გახდეს ჩვენს ცხოვრებაში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

30 მარტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში სკოლის მოსწავლეებისთვის გაკვეთილების ტრანსლირება დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები