სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა

სომხეთში გუშინ კორონავირუსის 41 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ჯამურად, ქვეყნაში უკვე 235 ინფიცირებულია.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა დაწერა.

მისი ინფორმაციით, გამოვლენილი 41 შემთხვევის გეოგრაფია და მასშტაბები გარკვეულ შეშფოთებას იწვევს.

235 დაავადებულს პნევმონია აღენიშნება, თუმცა მათი მდგომარეობა კონტროლირებადია.

ფაშინიანი ამბობს, რომ შექმნილი ვითარება ზომათა გამკაცრებას მოითხოვს.

დღეიდან რესპუბლიკაში კაფეები და რესტორნები წყვეტენ მუშაობას, ასევე, იკრძალება სამშენებლო სამუშაოები და სხვა საწარმოების მუშაობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები