ურთიერთშელაპარაკება მოსახლეობასა და პოლიციას შორის გარდაბანში (ვიდეო)
გარდაბანში მოსახლეობასა და პოლიციას შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა. ინციდენტის ამსახველი ვიდეო რადიო “მარნეულმა” გაავრცელა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, სამართალდამცველებმა მოსახლეობას საგანგებო რეჟიმით გათვალისწინებული ნორმების დაცვისკენ მოუწოდეს.
შენიშვნა: თავდაპირველად, რადიო “მარნეულმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომ ვიდეო მარნეულში იყო გადაღებული და მასზე ადგილობრივების მიერ კარანტინის დარღვევა იყო ასახული.