ბათუმის საბავშვო ბაღებში სასურსათო კალათის გაცემა დაიწყო

ბათუმის საბავშვო ბაღებში სასურსათო კალათის გაცემა დაიწყო. აღსაზრდელებისთვის განკუთვნილი პროდუქტის გაცემა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დადგენილი წესების დაცვით ხორციელდება.

პროცესის მონიტორინგის მიზნით, ბათუმის მერი, მერის მოადგილე და ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი რამდენიმე საბავშვო ბაღში იმყოფებოდნენ.

“მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში ჩვენი აღსაზრდელებისათვის სასურსათო კალათების გაცემა დავიწყეთ. მშობლებს, სასურსათო კალათების აღების მიზნით, შეუძლიათ მიაკითხონ საბავშვო ბაღს, აღსაზრდელის სწავლის ადგილის მიხედვით. აქვე, მინდა ყველას გთხოვოთ, მაქსიმალურად დაიცავით დისტანციისათვის აუცილებელი სტანდარტები, გაიკეთეთ პირბადე და ხელთათმანები. გისურვებთ ჯანმრთელობას!”-აღნიშნულია განცხადებაში.

მუნიციპალური ბაღების 8000 აღსაზრდელის მშობლები მათთვის განკუთვნილი პროდუქტის მიღებას დღეიდან ოთხშაბათის ჩათვლით, 10:00-დან 16:00 საათამდე შეძლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები