ტაილანდში საპარლამენტო არჩევნები აქციების ფონზე მიმდინარეობს
ტაილანდში საპარლამენტო არჩევნები მასობრივი საპროტესტო გამოსვლების ფონზე მიმდინარეობს.
მოსახლეობის ნაწილი პრემიერმინისტრისა და მთავრობის გადადგომას ითხოვს.
ბანგკოკის ქუჩებში ხალხმა შეკრება დილიდან დაიწყო. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, ისინი საარჩევნო პროცესს არ ჩაშლიან, თუმცა ქუჩების პარალიზებას გააგრძელებენ.
მოსახლეობის ნაწილი საკუთარ არჩევანს საარჩევნო ყუთთან აფიქსირებს. საკუთარი არჩევანი უკვე ტაილანდის პრემიერმინისტრმაც დააფიქსირა.