სოზარ სუბარი: უმჯობესია, გადავამეტოთ ზომებში, ვიდრე დავაკლოთ რამე და შემდეგ მივიღოთ გაუთვალისწინებელი შედეგი
“ყოველთვის ჯობს, გადავამეტოთ ზომებში, ვიდრე დავაკლოთ რამე და შემდეგ მივიღოთ გაუთვალისწინებელი შედეგი”, – ამის შესახებ რეგიონული განვითარების საკითხებში საქართველოს პრემიერმინისტრის მრჩეველმა, სოზარ სუბარმა ბოლნისსა და მარნეულში გამოცხადებული კარანტინის შესახებ ტელეკომპანია “რუსთავის ორის” ეთერში განაცხადა.
“გახდება თუ არა ბოლნისი და მარნეული საქართველოს უხანი- რა თქმა უნდა, არ გახდება. მსგავსი საფრთხე არ არსებობს. ყოველთვის ჯობს, გადავამეტოთ ზომებში, ვიდრე დავაკლოთ რამე და შემდეგ მივიღოთ გაუთვალისწინებელი შედეგი.
არის არაერთი მცდელობა, როდესაც ადამიანები ცდილობენ, გადაკვეთონ მარნეული-ბოლნისის მუნიციპალიტეტების საზღვრები შემოვლითი გზებით, თუმცა ყველა ასეთი გზა არის გადაკეტილი”,- განაცხადა სუბარმა.