“გაკეთებული აქვს შუნტირება და გადაიტანა ინსულტი” – თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, მარნეულელი ქალი მართვით სუნთქვაზე იმყოფება
ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მარნეულელი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, კრიტიკულად მძიმეა.
მისივე თქმით, ქალი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
“მარნეულელი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, მართვით სუნთქვაზეა, ორჯერ ინსულტი გადაიტანა და გულის შუნტირება აქვს გაკეთებული”, – განაცხადა თენგიზ ცერვაძემ.