პაატა იმნაძე: მარნეულის შემთხვევასთან დაკავშირებით სამი კონტაქტი გამოკვლეულია და სამივე უარყოფითია

“მარნეულის შემთხვევასთან დაკავშირებით კორონავირუსზე სამი კონტაქტი უკვე გამოკვლეულია და სამივე უარყოფითია”, ‘ ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის” დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მარნეულში კორონავირუსით ინფიცირებულ ქალთან ახლო კონტაქტში მყოფი ყველა პირი, პრაქტიკულად, დადგენილია.

“ახლო კონტაქტში მყოფი ყველა პირი, პრაქტიკულად, დადგენილია, ეს არის 90-ზე მეტი ადამიანი, ყველა იზოლაციაში იმყოფება და მიმდინარეობს მათი გამოკითხვა, თუ სიმპტომები აქვთ ჩაუტარდებათ გამოკვლევა. მარნეულის შემთხვევასთან დაკავშირებით სამი კონტაქტი გამოკვლეულია და სამივე უარყოფითია”, – განაცხადა იმნაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები