“ხელისუფლებას უწუნებთ კრიზისების მართვას და ვისზე გველაპარაკებით? იმ სააკაშვილზე ხომ არა, თავის მოსახლეობაზე, ფაქტობრივად, ნადირობა რომ ჰქონდა გამოცხადებული”
“გამოდის ვიღაც სოფრომაძე და ძმანნი მისნი და მოგვიწოდებენ სააკაშვილის, როგორც კრიზისების მართვის ,,უბადლო“ მენეჯერის სასწრაფოდ ჩამოყვანას. ეს ის სააკაშილი ხომ არაა, ოკუპირებულ ქართულ სოფლებს რომ ქვების გროვა უწოდა, საკუთარი მოსახლეობა მტერს შეატოვა და გმირი ბიჭების გვამები უპატრონოდ მიატოვა”, – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ექსპერტის თქმით, მსოფლიომაც აღიარა კორონავირუსის წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებათა ნუსხა.
,,როცა ადამიანი არ ხედავს, ტუტუცია, ვინმე შეიძლება შემედავოს და მითხრას, არა, დებილიაო, ან სულელიო, არა, ტუტუცი და გათახსირებული ჰქვია ასეთ ადამიანებს, იცით, ყველაზე ამაზრზენი რა არის, როცა მართლაც ლამისაა მსოფლიომ აღიარა კორონავირუსის წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებათა ნუსხა – თვითიზოლაცისა და კარანტინის მკაცრი კონტროლი, დროულად გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა, ეპიდემიის გავრცელების პრევნციის მიზნით ორი ქალაქის კარანტინში მოქცევა, აღარაფერი რომ არ ვთქვათ ქართველი ექიმებისა და ძალოვანი სტრუქტურების ეფექტურ ქმედებებზე… აი, ამ დროს გამოდის ვიღაც სოფრომაძე და ძმანი მისნი და მოგვიწოდებენ სააკაშვილის, როგორც კრიზისების მართვის უბადლო მენეჯერის სასწრაფოდ ჩამოყვანას… და ყოველივე ამან უკვე დაგეგმილი პოლიტიკურინტრიგნული კამპანიური სახეც მიიღო! ახლა ყურადღებით მომისმინეთ: რამე ან ვინმე ხომ არ გეშლებათ ? ხელისუფლებას უწუნებთ კრიზისების მართვას და ვისზე გველაპარაკებით? იმ სააკაშვილზე ხომ არა, თავის მოსახლეობაზე ფაქტობრივად ნადირობა რომ ჰქონდა გამოცხადებული, თუ იმ სააკაშვილზე, რომელიც გორში თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე ჯერ მიწაზე რომ ფორთხავდა, მერე კი პიპინია ერისთავის არ იყოს. თავის ცხენს რომ გამოასწრო და პირადი დაცვა მთლიანად საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრ კუშნერს დაუტოვა. ეს ის კაცი ხომ არაა, ოკუპირებულ ქართულ სოფლებს რომ ქვების გროვა უწოდა, საკუთარი მოსახლეობა მტერს შეატოვა და გმირი ბიჭების გვამები უპატრონოდ მიატოვა, თუ იმ ვაჟბატონზე მესაუბრებით რომელსაც ოღონდ ოდესაში ფული ეშოვა და საქართველოს მოქალაქეობაზე თქვა უარი… ოღონდაც მართლა მაინტერესებს, მას არ ეკითხებით, უნდა ახლა აქ ჩამოსვლა? იქნებ თქვენ წახვიდეთ მასთან? ხომ მართლა, ჰალსტუხების წაღება არ დაგავიწყდეთ, უყვარს მაგას, კრიზისის დროს ჭამს, მენეჯმენტში ეხმარება თურმე.
თქვენ რომ ხალხის გვერდში დამდგომები არ ხართ, მაგას ყველა ხვდება უკვე, მაგრამ ხომ არ აჯობებს, იქნებ ცოტა ჭკუას მოუხმოთ და გაჩუმდეთ, ხალხი მაინც არ გააღიზიანოთ? კარგად ვხვდები, რომ სულ გაგიჟდით და გადაირიეთ, მაგრამ ღმერთისაც არ გეშინიათ?”, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.