ლევან რატიანი: მარნეულიდან პაციენტის ჰოსპიტალიზაცია დაგვიანებული იყო

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, მარნეულიდან კორონავირუსის დიაგნოზის მქონე პაციენტის ჰოსპიტალიზაცია დაგვიანებული იყო.

მისივე თქმით, პაციენტებმა, რომლებსაც ქრონიკული დაავადებები აღენიშნებათ, ექიმს დროულად უნდა მიმართონ.

“იმ ქალბატონის ზოგადი მდგომარეობა, რომელიც გუშინ მარნეულიდან შემოვიდა,   სომატური პათოლოგიიდან გამომდინარე, იყო მძიმე, წარმოდგენილი დოკუმენტაციით ქალბატონი შესულია კლინიკაში 18 რიცხვში, პირველივე დღეს დაუდასტურდა მწვავე პნევმონია, დინამიკაში მდგომარეობის დამძიმების გამო ეჭვი იქნა მიტანილი კორონავირუსის არსებობაზე, ჩატარდა და დადასტურდა. პაციენტი გადაყვანილია აპარატზე.

პაციენტის ჰოსპიტალიზაცია იყო დაგვიანებული და არა – ტესტირება, ქრონიკული დაავადება ვისაც აქვს, უნდა მიმართოს ექიმს”, – განაცხადა რატიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები