გიორგი გახარია: ჩვენი ამოცანაა სწრაფად და ორგანიზებულად გამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქეები მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან

 

“ჩვენი ამოცანა არის მარტივი – მაქსიმალურად სწრაფად და ორგანიზებულად გამოვიყვანოთ ჩვენი მოქალაქეები ევროპის, და საერთოდ, მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
​პრემიერის თქმით, იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად, არ შეასრულებენ ვალდებულებებს, სახელმწიფო მკაცრ ზომებს მიიღებს,

“არავის დაავიწყდეს, რომ არის საგანგებო მდგომარეობა. თუ კომპანიები, საგანგებო მდგომარეობის შესაბამისად არ შეასრულებენ ვალდებულებებს, რომელსაც მათ დააკისრებს სახელმწიფო, ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ კომპანიების ხელმძღვანელებს ჯერ დაეკისრებათ ჯარიმა, შემდეგ დაეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა და კომპანიები იქნებიან ექსპროპრიერებული სახელმწიფოს ინტერესებში, დროებით, რა თქმა უნდა. აი, ეს გადაეცით მაგ კომპანიის დირექტორს, პირადად ჩემგან”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები