პრემიერი: სირცხვილია, როდესაც ასეთ მდგომარეობაში ზოგი ადამიანი ცდილობს დამატებითი მოგების მიღებას
სწრაფი ტესტები ეს არ არის პანაცეა, ეს არის უბრალოდ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის განცხადება, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს სწრაფ ტესტებს შემდგომ განვითარების რა ეტაპები უნდა მოჰყვეს და რა არის საერთოდ აღებული სტრატეგია ქვეყნის, რათა გაუმკლავდეს მსგავს გამოწვევას, – ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა მუშაობს მხოლოდ იმისთვის, რომ არსებულ გამოწვევას მინიმალური დანაკარგებით უპასუხოს.
“სირცხვილია, როდესაც ასეთ მდგომარეობაში ზოგი ადამიანი ცდილობს დამატებითი მოგების მიღებას. ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება ფინანსური მოგება თუ დამატებითი პოლიტიკური დივიდენდები, როდესაც ადამიანებს ასე უჭირთ ყოველდღიურად. ჩვენ ვშრომობთ და ვმუშაობთ მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ როგორმე მინიმალური დანაკარგებით ჯანმრთელობისთვის და ეკონომიკისთვის გავუძლოთ და ვუპასუხოთ ამ გამოწვევას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცნობისთვის, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა.