მეუფე თეოდორე: დიდი მარხვის პერიოდში ჩვენ გვმართებს, რომ ვიაროთ ლოცვაზე, მაგრამ დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც მთავრობა იძლევა

“დიდი მარხვის პერიოდში ჩვენ ის კი არ გვმართებს, რომ ლოცვაზე არ ვიაროთ, პირიქით, ჩვენ გვმართებს, რომ ვიაროთ ლოცვაზე, მაგრამ დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც მთავრობა კორონავირუსის პრევენციის მიზნით იძლევა”,- ამის შესახებ ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე თეოდორე ჭუაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ადამიანები ერთმანეთს უნდა გაუფრთხილდნენ.

“ამ ქვეყანაზე დაცული არავინ ვართ. ამიტომ საკუთარ თავს და ერთმანეთს უნდა მოვუფრთხილდეთ. რა თქმა უნდა ტაძარში ყველაფერი თავისი ტიპიკონის მიხედვით ჩატარდება. მაგრამ ყველაფერი ჩატარდება ისეთ მდგომარეობაში, რომ კარები ყოველთვის ღია იქნება და ძირითადად მრევლი გარეთ დაესწრება. დიდი მარხვის ამ პერიოდში ჩვენ ის კი არ გვმართებს, რომ ლოცვაზე არ ვიაროთ, პირიქით, ჩვენ გვმართებს, რომ ვიაროთ ლოცვაზე, მაგრამ დავიცვათ ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც იძლევა როგორც მთავრობა, ისე ჯანდაცვის სამინისტრო. იმისთვის, რომ ჩვენ უფრო ადვილად შევძლოთ ლოცვა საღამოს ლოცვას ვფიქრობ, რომ გადმოვიტან სამ საათზე, საღამოს ლოცვები დაიწყება შუადღის სამ საათზე, რომ სიცივე არ იყოს გარეთ, ზიარებაც, ჯვარზე მთხვევაც, ზეთისცხებაც, ყველაფერი ტაძრის ეზოში ჩატარდება”,- განაცხადა მეუფე თეოდორემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები