პაატა იმნაძე: დარჩით სახლში, ეს არის დღეს ყველაზე მთავარი, რაც თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააკეთოს

“დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის” დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, კორონავირუსის პრევენციისთვის მთავარი რეკომენდაცია დღეს სოციალური დისტანცირებაა.

„რეკომენდაცია ყველასათვის იგივე რჩება. ეს არის – პირველ რიგში სოციალური დისტანცირება. ეს არის ახლა მთავარი, რაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააკეთოს მაქსიმალურად. დარჩით სახლში – ეს არის დღეს ყველაზე მთავარი, რაც უნდა გააკეთოს თითოეულმა მოქალაქემ. ამ დაავადებასთან მთავარი ბრძოლა დღეს არის სოციალური დისტანცირება. რა თქმა უნდა, მივეჩვევით ყველა სოციალური დისტანცირების წესებს. ერთ დღეში ძალიან რთული, ადამიანები ამას მიეჩვიონ. ამავე დროს, მეორეც უნდა გაითვალისწინოთ, რომ მოსახლეობის არც ერთი ჯგუფი არ უნდა გახადოთ სტიგმატიზაციის მსხვერპლი“ ,- განაცხადა პაატა იმნაძემ

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები