არჩილ თალაკვაძესა და აშშ ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ნაციონალური ინსტიტუტის (NIAID/NIH) დირექტორის მოადგილეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძესა და აშშ ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ნაციონალური ინსტიტუტის (NIAID/NIH) დირექტორის მოადგილეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, – ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, არჩილ თალაკვაძემ და ჰიუ ოქინკლოსმა COVID-19-თან დაკავშირებულ ვითარებაზე ისაუბრეს და თანამშრომლობის შესაძლებლობები შეათანხმეს. საუბრისას აღინიშნა, რომ წარმატებით ფასდება საქართველოს ხელისუფლების და ჯანდაცვის სამსახურების მიერ კორონავირუსის წინააღმდეგ მიღებული ზომები და რეაგირება.
აშშ ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ნაციონალური ინსტიტუტი (NIAID/NIH), რომელსაც მსოფლიო მედიცინის ერთ-ერთი ლიდერი – პროფესორი ენტონი ფაუჩი ხელმძღვანელობს, ახალ კორონავირუსთან (COVID-19) დაკავშირებულ კვლევებს უძღვება.