ბექა დოჭვირი: საერთაშორისო მიმოსვლის შეწყვეტა ნიშნავს, რომ საქართველოში უცხო ქვეყნების მოქალაქეების შემოსვლა იზღუდება, მაგრამ არ ნიშნავს იმას, რომ იზღუდება საქართველოს მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა
“საერთაშორისო მიმოსვლის შეწყვეტა ნიშნავს, რომ საქართველოში უცხო ქვეყნების მოქალაქეების შემოსვლა იზღუდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იზღუდება საქართველოს მოქალაქეების საქართველოსტერიტორიაზე შემოსვლა,- ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა, ბექა დოჭვირმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო საელჩოების მეშვეობით ყოველდღიურ კონტაქტზეა უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან და საქართველოს მთავრობა ჩარტერულ რეისებს საჭიროებიდან გამომდინარე ახორციელებს.
„დეკრეტშიც აღნიშნულია, რომ საერთაშორისო მიმოსვლა წყდება, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში უცხო ქვეყნების მოქალაქეების შემოსვლა იზღუდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ იზღუდება საქართველოს მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლა. აგრეთვე მინდა გაცნობით, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საელჩოების მეშვეობით ყოველდღიურ კონტაქტზეა უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებთან და საქართველოს მთავრობა ახორციელებს ჩარტერულ რეისებს საჭიროებიდან გამომდინარე”, – განაცხადა ბექა დოჭვირმა.