ბექა დოჭვირი: თუ ვითარება აღმოიფხვრება 10 დღეში, 10 დღეში გაუქმდება საგანგებო მდგომარეობა, ხოლო თუ 1 თვე იქნება საჭირო, მაშინ 1 თვე გაგრძელდება

“შეიძლება საგანგებო მდგომარეობა ამ ვითარების აღმოფხვრისთანავე გაუქმდეს, – ამის შესახებ მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ბექა დოჭვირმა, „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ემზარ კვიციანის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ემზარ კვიციანს აინტერესებდა, აღდგომის თარიღის გათვალისწინებით, შეიძლებოდა თუ არა, საგანგებო მდგომარეობა, 20 დღის და არა 1 თვის ვადით ყოფილიყო განსაზღვრული.

„შესაბამისად, თუ ვითარება აღმოიფხვრება 10 დღეში, 10 დღეში გაუქმდება საგანგებო მდგომარეობა. ხოლო, თუ 10 დღეში არ იყო და 1 თვე იქნება საჭირო, მაშინ, ბუნებრივია 1 თვე გაგრძელდება”, – განაცხადა ბექა დოჭვირმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები