მარინა ეზუგბაია: კორონავირუსით ინფიცირებული 80 წელს გადაცილებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ჯერჯერობით არ ველოდებით, მაგრამ გაუარესების დინამიკა არ გვაქვს

“ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული 80 წელს გადაცილებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, სიტუაცია არ გაუარესებულა”,- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

„ასაკოვან ქალთან დაკავშირებით მდგომარეობა სტაბილურია. სიტუაცია არ გაუარესებულა, მაგრამ მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას ჯერჯერობით არ ველოდებით. ეს არის პრობლემური ქალბატონი ასაკისა და თანდაყოლილი დაავადების გამო და გარკვეულ პერიოდში, ნებისმიერ დროს მოსალოდნელია დაავადების პროგრესირება, მაგრამ ყველაფერი ნორმალურად მიდის და გაუარესების დინამიკა არ გვაქვს,“ – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები