„ნეტპლიქსი“ მაუწყებლობის ხარისხს შეამცირებს – მიზეზი ვირუსის გამო ინტერნეტმომხმარებელთა ზრდაა
კომპანია „ნეტოლიქსმა“ განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნებში მისი მაუწყებლობის ხარისხს მომდევნო 30 დღის განმავლობაში შეამცირებს, რათა ინტერნეტ პროვაიდერებზე დატვირთვა შეზღუდოს.
იმის გამო, რომ ევროპის ქვეყნებში მილიონობით ადამიანი კორონავირუსის გამო იზოლირებულია, ბოლო პერიოდში „ნეტპლიქის“ მომხმარებელთა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ინტერნეტ ტრეფიკის ხარისხი 25% -ით შემცირდება, თუმცა ამას რიგითი მომხმარებლები ვერც კი შეამჩნევენ.
ტექნიკურად ეს ვიდეო ნაკადის ხარისხის შემცირებით (ბიტის სიჩქრით) მოხდება.
„ნეტფლიქსმა“ გადაწყვეტილება ევროპის რამდენიმე სტრუქტურის ხელმძღვანელთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო.