გიორგი გახარია: არცერთ შემთხვევაში, საკონსტიტუციო პროცესს ზიანი არ მიადგება
ჩვენ უკვე გავიარეთ კონსულტაციები და არცერთ შემთხვევაში, საკონსტიტუციო პროცესს ზიანი არ მიადგება – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტების კითხვაზე : აისახება თუ არა საგანგებო მდგომარეობა საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაზე, განაცხადა.
“ეს არის ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რამეთუ პოლიტიკური პროცესი უნდა იყოს ისეთი, როგორიც ჩვენს მოქალაქეებს წარმოუდგენიათ. ვგულისხმობ საარჩევნო კონტექსტში“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.