გახარია: გამოვთქვამთ მზადყოფნას ყველა რესურსი, რაც საქართველოს აქვს თანაბრად გავუნაწილოთ ჩვენს მოქალაქეებს ოკუპაციის ხაზს მიღმა

ჩვენ ყოველთვის გამოვთქვამდით და დღესაც გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ ყველა ის რესურსი, რომელიც საქართველოს აქვს თავისი მოქალაქისთვის, თანაბრად გავუნაწილოთ ჩვენს მოქალაქეებს ოკუპაციის ხაზს მიღმა – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას.

“მაქსიმალურად ვაკეთებთ ყველაფერს, რათა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად არა მხოლოდ ეს მესიჯი მივიტანოთ, არამედ, გვქონდეს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა. სამწუხაროდ, ხშირად ეს არ გამოგვდის, თუმცა გარკვეული შედეგები ამ მიმართულებითაც გვაქვს”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საფრთხის შესამცირებლად დღეიდან 21 აპრილამდე ქვეყენაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები