გიორგი გახარია: ამ დადგენილებით საკომენდანტო საათი და მძიმე საკარანტინო მოთხოვნები არ დაწესდება

ამ ეტაპზე, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება კომენდანტის საათის დაწესებას არ ითვალისწინებს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ასევე არ დგინდება მძიმე საკარანტინო მოთხოვნები.

„ყველას მოგეხსენებათ, რომ გადაადგილების თავისუფლება დღეის მდგომარეობით ნაწილობრივ შეზღუდულია. რასაც თქვენ გულისხმობთ, საქართველოში, რა თქმა უნდა, ამ ეტაპზე, ამ დადგენილებით საკომენდანტო საათი არ დგინდება და არც მძიმე საკარანტინო მოთხოვნები. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ჩვენ რას ვაკეთებთ – ვზღუდავთ ბუნებრივად მოქალაქეთა მობილურობას და მოვუწოდებთ მათ, კიდევ ერთხელ, მაქსიმალურად დავრჩეთ სახლში იმისთვის, რომ ვიზრუნოთ ჯანმრთელობაზე ჩვენი ოჯახის წევრების, პირველ რიგში, მოქალაქეების და რა თქმა უნდა, ჩვენი მშობლების, ჩვენი საზოგადოების ხანდაზმულ წევრებზე.
რა თქმა უნდა, თუ ამის საჭიროება დადგა, ჩვენ ამის საშუალება გვაქვს და სატრანსპორტო საშუალებებიდან დაწყებული, უბრალოდ უფრო მკაცრი კარანტინის ზომების მიღებაც შეგვიძლია“, – განაცხადა გიორგი გახარია

ახალი კორონავირუსის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოში 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა ცხადდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები