პრემიერმა პოლიციელებს, მედიკოსებს, სასურსათო მაღაზიის მოლარეებს, კონსულტანტებსა და სააფთიაქო ქსელის მუშაკებს მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე პოლიციელებს, მედიკოსებს, სასურსათო მაღაზიის მოლარეებს, კონსულტანტებსა და სააფთიაქო ქსელის მუშაკებს მადლობა გადაუხადა.
„მადლობა თითოეულ პოლიციელს, მედიკოსს, რომელიც 24 საათის განმავლობაში იბრძვის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის, მადლობა იმ კომპანიების, სასურსათო მაღაზიების მოლარეებს, კონსულტანტებს, სააფთიაქო ქსელის მუშაკებს, რომლებიც დღესაც მუშაობენ და ხვალაც, ვირუსის პირობებში გააგრძელებენ მუშაობას ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა მათ მომსახურება გაუწიონ“,- განაცხადა გიორგი გახარაიამ.
​მან იმედი გამოთქვა, რომ ამ განსაცდელიდან ყველა გამარჯვებული გამოვალთ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები