ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის მსხვერპლთა რიცხვი იზრდება
ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის შედეგად გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა.
გარდაცვლილთა შორის ოთხი სკოლის მოსწავლეა, რომლებიც კუნძულ სუმატრაზე ექსკურსიაზე იყვნენ. ვულკანი სინაბუნგიც სწორედ აქ მდებარეობს,.
ადგილზე მაშველები საგანგებო რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას. სტიქიის ზონიდან მოსახლეობა უკვე ევაკუირებულია.
შეგახსენებთ, რომ ბოლოს ვულკანი სინაბუნგი 2010 წლის აგვისტოში ამოქმედდა. მაშინ 30 ათასი ადამიანი იძულებული გახდა, საკუთარი სახლები დაეტოვებინა.