ვეტერანი სამხედრო ექიმები მზადყოფნას გამოთქვამენ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში სამედიცინო პერსონალს დახმარება გაუწიონ

ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი სამხედრო ექიმები სრულ მზადყოფნას გამოთქვამენ საქართველოში, კორონავირუსის გავრცელებისა და ეპიდემიის წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერა გამოუცხადონ და ქვეყნის სამედიცინო პერსონალს ყველა საჭირო მიმართულებით დახმარება გაუწიონ.

“დღეს თითოეული ჩვენგანის ვალია, ვებრძოლოთ ვირუსს, რომელიც ძალიან დიდი საფრთხის ქვეშ აყენებს ჩვენს მოსახლეობას, ქვეყნის მომავალსა და განვითარებას. ჩვენ, სამხედრო ექიმები მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ კორონავირუსთან ბრძოლაში, რათა ამ გლობალურ გამოწვევას ერთად გავუმკლავდეთ”, – აცხადებენ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანი სამხედრო ექიმები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები