ავღანეთში საკონტროლო–გამშვებ პუნქტზე თავდასხმას, სულ მცირე, 25 ძალოვანი ემსხვერპლა

ავღანეთის აღმოსავლეთით, ზაბულის პროვინციაში საკონტროლო–გამშვებ პუნქტზე თავდასხმას, სულ მცირე, 25 ძალოვანი ემსხვერპლა.

ამის შესახებ Tolo News-ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იტყობინება.

ინციდენტი დილით მოხდა, როდესაც ქვეყნის მოსახლეობა ნოვრუზის დღესასწაულს აღნიშნავს.

ადგილობრივი ჩინოვნიკების თქმით, თავდასხმის შედეგად პოლიციის 6 თანამშრომელი დაიღუპა.

ტელეარხის ინფორმაციით, თავდასხმის დროს ავღანელი ძალოვანები “თალიბანის” მხარეს გადავიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები