სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე დამატებითი საკარანტინე სივრცეები მოეწყობა
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე დამატებითი საკარანტინე სივრცეები მოეწყობა. ამის შესახებ პრემიერმინისტრის პრესსპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ჩიქოვანის თქმით, საკარანტინე სივრცეები მოეწყობა ლარსთან, წითელ ხიდსა და სარფთან.
„მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სასაზღვრო – გამშვებ პუნქტებზე, ლარსში, წითელ ხიდსა და სარფთან სიახლოვეს მოეწყოს დამატებითი საკარანტინე შესაძლებლობები, რაც საშუალებას მოგვცემს, უკეთესად ვმართოთ ეს ვითარება“, – განაცხადა ჩიქოვანმა.