რუსეთში კორონავირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

მოსკოვში კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი გარდაიცვალა.

​როგორც ვირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტატში განმარტეს, ქალს პნევმონია ჰქონდა, ასევე, მას სხვადასხვა პრობლემა აწუხებდა, მათ შორის – დიაბეტი და გულის იშემიური დაავადება.

ქალთან კონტაქტში მყოფ პირთა წრე დადგენილია. ისინი, ამჟამად, დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან, მათ დაავადებისთვის მახასიათებელი მძიმე ნიშნები არ აშენიშნებათ.

რუსეთში კორონავირუსის 147 შემთხვევაა დადასტურებული

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები