სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 115–მდე გაიზარდა
სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 115–მდეა გაზრდილი.
როგორც ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივანმა, ალინა ნიკოგოსიანმა განაცხადა, გუშინ 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
მანამდე 110 ინფიცირებულის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი COVID-19 პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.
მსოფლიოში ვირუსი 160 ქვეყანაში ფიქსირდება. ჯამურად, 200 ათასზე მეტი ადამიანია ინფიცირებული, 8 ათასზე მეტი გარდაიცვალა.