ჯანდაცვის მინისტრი ექიმების მხარდამჭერ მადლიერების ტაშს შეუერთდა
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ექიმების მხარდამჭერ მადლიერების ტაშს, აჭარის ტელევიზიის თოქ-შოუ “თავისუფალი სოვრცეს” საშუალებით შეუერთდა და მათ ჯანდაცვის სამინისტროს სახელით მადლობა გადაუხადა.
მინისტრმა, ასევე საზოგადოებას სახლში დარჩენისაკენ მოუწოდა.
“მინდა შევუერთდე მადლიერების ტაშს ეს არის ნამდვილად სასიხარულო და სასიამოვნო ჟესტი ჩვენი მოქალაქეებისგან . ჩვენი ექიმები იმსახურებენ ამ აპლოდისმენტებს. ამ აპლოდისმენტებს იმსახურებენ ჩვენი ექთნები, ჩვენი სანიტრები ჩვენი სამედიცინო დახმარების და გადაუდებელი დახმარების ექიმები და სევე მძღოლებიც.
ძალიან მიხარია, რომ ეს ნაბიჯი გადაიდგა ჩვენი მოქალაქეებისგან ვინაიდან ახლაც, რაც ექიმებს სჭირდება სწორედ ეს არის მადლიერება და მოქალაქეების მხარში დგომა, რომელიც ასეთი პერფონმანსით ჩვენმა მოქალაქეებმა გამოხატეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
ჯანდაცვის სამინისტრო უერთდება ამ ტაშს . მე პირადად და მთლიანად სამინისტრო მადლობას ვუცხადებთ პერსონალს. ჩვენ ვართ მათ გვერდით და მინდა ჩვენს მოქალაქეებსაც მადლობა გადავუხადო და მოუწოდო, ჩვენ ვმუშაობთ თქვენთვის, თქვენ დარჩით სახლში ჩვენთვის”, – განაცხადა ტიკარაძემ აჯარის ტელევიზიის პირდაპი ეთერში.