ლაშა მესხი : სხვა დროს ასეთი შანსი არ მოგვეცემა, როცა სახლში ჯდომით „სოფელს ავაშენებთ“

ჟურნალისტი და უფლებადამცველი ლაშა მესხი კორონავირუსთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს.

მისი თქმით, სხვა დროს ასეთი შანსი არ მოგვეცემა, როცა სახლში ჯდომით „სოფელს ავაშენებთ“

ის, ასევე წერს, რომ ყველაფერი კარგად იქნება.

“ჩემო ძვირფასო მეგობრებო! ამ ძნელბედობის ჟამს, მინდა თითოეულ თქვენგანს მოგესალმოთ! გისურვოთ ჯანმრთელობა, სულიერი სიმტკივე და მორალური სიძლიერე!
საუკუნეების განმავლობაში ვერაფერმა გავტეხა, დღემდე უამრავი პრობლემისა თუ გამოწვევის წინაშე ვართ და ბედს არასდროს ვეპუებით, ქართველ ადამიანს, ხომ სისხლში აქვს ბრძოლის ჟინი! დიახ ჩვენ ვიბრძოლებთ და ყველა პრობლემას აუცილებლად დავამარცხებთ!
განსაკუთრებით მოვიკითხავ ჩვენს ძვირფას ემიგრანტებს, იტალიაში! ჩემს ძვირფას რომის სამრევლოს, სადაც მე პირადად ჯვარი დავიწერე გასულ წელს და მაკავშირებს უდიდესი სიყვარული!
გამაგრდით!
თქვენ მარტო არც არასდროს ყოფილხართ და არც იქნებით!
ყველაფერი ძალიან მალე დასტაბილურდება! ურთულეს პერიოდში მთავარი არ უნდა დავკარგოთ ხალხო! ერთმანეთი!
ჩვენი ძალა არც ფულში, არც რესურსებში, არც სამხედრო შეიარაღებასა და არაფერშია! მხოლოდ ერთმანეთში!
გავძლიერდეთ! ვიზრუნოთ ერთმანეთზე, ვიყოთ სოლიდარულები, პასუხისმგებლიანები და „კორონა” კი არა ვერაფერი ვერ მოგვერევა დედამიწის ზურგზე!
სრული მხარდაჭერა ჩვენს სამთავრობო სტრუქტურებს! კრიზისი შლის ყოველგვარს პოლიტიკურ ზღვარს! პირადად მე სრულად დავემორჩილები ყველა დირექტივას, საჭიროების შემთხვევაში ვიქნები მოხალისეც და ჩემს ასობით მეგობართან ერთად დავდგები იქ, სადაც ჩემს ქვეყანას სჭირდება!!!
სიტუაცია ჯერ ჯერობით კონტროლირებადია, მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ გართულებებისთვისაც! მთავარია შიში არ უნდა გავიჩინოთ გულში! შიში ყველა ვირუსსა და დაავადებაზე სწრაფად კლავს!
გავერთიანდეთ და ვიზრუნოთ ერთმანეთზე! ამ შემთხვევაში კი ჩვენი მთავარი ამოცანაა დავემორჩილოთ რეკომენდაციებს და ვიჯდეთ სახლში. ალბათ ასეთი შანსი არასდროს მოგცემა, როცა სახლში ჯდომით „სოფელს ავაშენებთ”…
ყველაფერი კარგად იქნება!
სიყვარულით ლაშა მესხი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები