ექიმების მხარდასაჭერად საქართველოში „მადლიერების ტაში“ გაიმართა
საქართველოში ექიმებისა და სამედიცინო პერსონალის მხარდასაჭერად აქცია „მადლიერების ტაში“ გაიმართა. ამ ფორმით მოქალაქეებმა ზუსტად 21:00 საათზე მადლიერება გამოხატეს სამედიცინო სფეროში დასქმებულთა მიმართ. ტაშთან ერთად გაისმა საქართველოს ჰიმნიც. აქციით მოქალაქეებმა სამედიცინო პერსონალთან ერთად, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებიც გაამხნევეს.
„მადლიერების ტაში“ მიეძღვნა არამხოლოდ ქართველ ექიმებს, არამედ მსოფლიო მასშტაბით ყველა მედიკოსს და სწორედ მათ მიმართ გამოხატეს მოქალაქეებმა მადლიერება.
აქცია მოხალისეთა ჯგუფის ინიციატივითა და „სექტორ 3”-ის ორგანიზებით გაიმართა.