“ევროვიზია” წელს არ ჩატარდება
კორონავირუსის პანდემიის გამო, წელს სიმღერის კონკურსი – “ევროვიზია” არ ჩატარდება, – განაცხადეს ევროვიზიის ორგანიზატორებმა.
“ევროპის სამაუწყებლო კავშირმა მძიმე გადაწყვეტილება მიიღო იმის შესახებ, რომ ღონისძიების ჩატარება შეუძლებელია”, – ნათქვამია განცხადებაში.
აღინიშნება, რომ ევროვიზიის ორგანიზატორები სხვადასხვა ვარიანტს განიხილავდნენ, თუმცა, საბოლოოდ, მისი გაუქმების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
სიმღერის კონკურსი 12–16 მაისს როტერდამში უნდა გამარტულიყო.