ირაკლი კობახიძე: თუ საჭირო იქნება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, მთავრობასთან კომუნიკაცია გვაქვს და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ

“თუ საჭირო იქნება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, მთავრობასთან კომუნიკაცია გვაქვს და შესაბამის გადაწყვეტილებას მივიღებთ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საჭიროება როგორც გლობალურ, ასევე საქართველოში არსებულ ტენდენციებზე იქნება დამოკიდებული.

“ჩვენ მთავრობასთან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს. იმის მიხედვით, თუ როგორ განვითარდება პროცესები გლობალურად და, მათ შორის, საქართველოში, ამის მიხედვით უნდა მოვიფიქროთ და შეიძლება მოგვიწიოს სხვადასხვა ზომის გამოყენება, ამას გვიჩვენებს მოვლენების განვითარება. ყველაფერი დამოკიდებულია მოვლენების განვითარებაზე თუ საჭირო იქნება უფრო ფართო ზომების მიღება, ვიდრე ამის საშუალება გვაქვს ჩვენ დღეს, საგანგებო მდგომარეობის გარეშე, ბუნებრივია, არ უნდა გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა. თუ გლობალური და ადგილობრივი ტენდენციების გათვალისწინებით საჭირო და აუცილებელი იქნება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, თეორიულად ეს ვარიანტიც უნდა იყოს, ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს მჭიდრო კომუნიკაცია მთავრობასთან და ამის საფუძველზე ჩვენ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. ამ გადაწყვეტილებას ერთობლივად იღებენ პრეზიდენტი, მთავრობა და პარლამენტი და ასეთ რეჟიმში განიხილება ეს საკითხი, თუ ის დადგა დღის წესრიგში”, –  განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები