მარინა ეზუგბაია: ჩვენთან მოთავსებული პაციენტების ისტორია ასეთია, ეს არის  ჩვენთან დადასტურებული ერთ-ერთი პაციენტის კონტაქტები

“ჩვენთან მოთავსებული პაციენტების ისტორია ასეთია, ეს არის  ჩვენთან დადასტურებული ერთ-ერთი პაციენტის კონტაქტები”, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დღეს დილით კორონავირუსი ოთხ პაციენტს დაუდასტურდა, რის შემდეგაც სულ დადასტურებული შემთხვევები ქვეყანაში 38-მდე გაიზარდა.

“დღეს შემოგვემატა დადასტურებული 4 ახალი შემთხვევა, სულ ქვეყანაში კორონავირუსის 38 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. 38-დან 31 ჩვენს ცენტრშია. 31-დან ერთი ბინაზეა გაშვებული, თვითიზოლაციაში და ამ ეტაპზე გვყავს 30 დადასტურებული შემთხვევა.

ჩვენთან მოთავსებული პაციენტების ისტორია ასეთია – ეს არის  ჩვენთან დადასტურებული ერთ-ერთი პაციენტის კონტაქტები”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები