სომხეთის ეკლესიამ ყველა მასობრივი რელიგიური ღონისძიება გააუქმა
სომხეთის სამოციქულო ეკლესია ყველა რელიგიურ ღონისძიებას მორწმუნეების გარეშე ჩაატარებს. შესაბამისი გადაწყვეტილება დღეს საეპისკოპო კრებამ მიიღო.
გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული კორონავირუსის გავრცელების პრევენციას უკავშირდება.
გარდა ამისა, ამ წუთებში სომხეთის მთავრობა საგანგებო მდგომარეობის შემოღების გადაწყვეტილებაზე მსჯელობს, რომელიც აქციების, გაფიცვებისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების გამართვის აკრძალვას გულისხმობს.
პროექტის თანახმად, იკრძალება ისეთი ღონისძიებების გამართვა, რომელშიც შესაძლოა, 20–ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდეს, მათ შორის – რელიგიური, კონცერტები, გამოფენები, კულტურული ღონისძიებები, ქორწილები, დაკრძალვის ცერემონიები.
სომხეთში კორონავირუსის 30 დადასტურებული შემთხვევაა, ერთი პაციენტი განიკურნა.