სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 30–მდე გაიზარდა – ტესტი ფაშინიანმაც გაიკეთა, შედეგი დღეს გახდება ცნობილი

“სომხეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 30–მდე გაიზარდა”, – განაცხადა ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა.

მისი ინფორმაციით, დაავადებულთაგან ერთი განიკურნა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში რესპუბლიკაში 8 შემთხვევა დადასტურდა.

ამის პარალელურად, კორონავირუსზე ტესტი ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა და მისი ოჯახის ყველა წევრმა გაიკეთა. პრემიერის თქმით, მას კორონავირუსით ინფიცირებულ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.

“ქალაქ მეგრიში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. სწორედ ამ ადამიანთან მქონდა კონტაქტი, ერთი საათის წინ ტესტი გავიკეთე”, – აღნიშნა ფაშინიანმა.

​მისი ტესტის შედეგი დღეს გახდება ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები