მარინა ეზუგბაია: პაციენტს, რომელსაც პირველად დაუდასტურა კორონავირუსის ინფექცია, დღევანდელმა ანალიზებმა აჩვენა, რომ გამოჯანმრთელებულია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, პაციენტს, რომელსაც პირველად დაუდასტურა კორონავირუსის ინფექცია, დღევანდელმა ანალიზებმა აჩვენა, რომ გამოჯანმრთელებულია.

„გუშინ მასთან განმეორდა ტესტირება და პასუხი მივიღეთ უარყოფით. ეს ძალიან კარგი ფაქტია, მაგრამ წესის მიხედვით აუცილებელია, 24 საათის ინტერვალში კიდევ ერთხელ განმეორდეს ანალიზი და როცა მივიღებთ კვლავ უარყოფით პასუხს, უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ პაციენტი გამოჯანმრთელებულია და ეს იქნება პირველი პაციენტი, რომელიც გამოჯანმრთელდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები