გურჯაანში თვითიზოლაციის წესების დამრღვევი 67 წლის კაცი კარანტინში გადაიყვანეს
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში მცხოვრები მამაკაცი თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, კარანტინში გადაიყვანეს. 67 წლის კაცი გერმანიიდან 7 მარტს დაბრუნდა, რა პერიოდშიც საქართველოს მთავრობას ჯერ გერმანია რისკის ზონაში მყოფი ქვეყნების სიაში შეყვანილი არ ყავდა და თვითიზოლაციის აუცილებლობა მოგვიანებით დადგა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლის, მარინა კაპანაძის ინფორმაციით, 67 წლის მამაკაცს კორონავირუსისთვის დამახადიათებელი სიმპტომები არ აქვს.